saqarTvelos mwvervalebi - vaJa fSavelas mwvervali

 

ვაჟა ფშაველას მწვერვალი - მწვერვალი კიდეგანის ქედზე (ხევსურეთის კავკასიონი), მდინარე არხოტისწყლის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4200 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. მწვერვალზე პირველად ავიდნენ 1943 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და უწოდეს ვაჟა-ფშაველას სახელი.